"სტრატეგია აღმაშენებელს“ თბილისის მერია აბსურდული მუხლით ედავება და 55 ათასი ლარის გადახდას ითხოვს, ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ და პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით სხვა ისტანციას მივმართავთ - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 14:54, 09 Sep, 2020     911

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია უკანონოს უწოდებს თბილისის მუნიციპალური სამსახურის მიერ გამოწერილ 55 ათასი ლარის ჯარიმას და მიაჩნია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების შევიწროებას განაგრძობს. მისივე განცხადებით, თუ თბილისის მერია დღეს არ დააკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიის საჩივარს აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით, სხვა ისატანციას მიმართავს.


„საჩივრით მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ამ უკანონობის აღკვეთა, კერძოდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუნიციპალუმა სამსახურმა უკანონოდ, 55 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზად კი, სრულიად აბსურდული მუხლი დასახელდა. თითქოს ჩვენ, საარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევებით ვაწარმოებდით საარჩევნო კამპანიას. ანალოგიური პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა, არცერთ საარჩევნო პერიოდში. გვედავებიან, თითქოს უკანონო ინსტალაციებით გვქონდა ტენტები, მაშინ როცა თბილისის მერია ჩვენი მხირდან ინფორმირებული იყო და მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, რომ ვგეგმავდით აღნიშნული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოებას. ნაცვლად იმისა, რომ მერიას ეპასუხა და შესაბამის სამსახურთან გადაეგზავნა ჩვენი მიმართვა, მათ პარტიას გამოუწერეს 55 000 ლარიანი ჯარიმა. რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული ჯარიმა მერიაში. დღეს მიმდინარეობს განხილვა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ, როგორც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო კომისიას, ასევე ყველა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას. ის მუხლი, რასაც ჩვენ გვედავება მერია სრულიად გაუგონარია, თითქოს ეს არის უკანონო ინსტალაცია ისევე, როგორც კონდინციონერების დაყენება ფასადის დამახინჯების მიზნით. ანალოგიური მუხლით დაჯარიმება უბრალოდ სასაცილოა. ასევე ბუნდოვანია მათი პასუხი, რომ ჩვენ თურმე აუქციონზე უნდა შეგვეძინა ადგილი, რაც გულისხმობს, მეტროსთან ხელმოწერების შეგროვებას. რა თქმა უნდა აუქციონზე ამას ვერ შევძლებდით, ეს კიდევ ერთი ბიუროკრატიული მიზეზია, იმისთვის რომ მოხდეს ხელის შეშლა პარტიის საქმიანობაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს მიუთითებს ჯარიმის უკანონონობაზე და ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და დღევანდელი განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილებული ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ყველა კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს ინტერესებს,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42