სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმა - "მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს“
პოლიტიკა - 14:04, 09 Sep, 2020     1488
9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - ასე უწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ ხედვას, რომელსაც სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე პუნქტობრივად აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მისი მმართველობის დროს შეჩერებული სასამართლო რეფორმა მისთვის „ჭკუის სასწავლებელი“ და „მწარე გაკვეთილი“ აღმოჩნდა.

"1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

2. იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. აქაც, სამსახური მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

3. პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა, რომლებიც არც ვინმეს ქვემდებარეობაში იქნებიან და არც ურთიერთდამოკიდებულებაში. ამ უწყებების ხელმძღვანელები სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

4. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა ოპოზიციიდან.

5. სუსი გაუქმდება - სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

6. ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭება.

7. ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს. თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესმენების მაკონტროლებელი ძალოვანი, იარაღიანი, სამართალდამცავი სტრუქტურა არ გვჭირდება. მოხდება ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულების უმრავლესობის დეკრიმინალიზაცია, დარჩენილთა მიმართ კი გამოირიცხება პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ასევე როგორც სასჯელი.

8. სასამართლო ექსპერტიზა ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. ბიუროს ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

9. სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს.

სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ - მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები გამწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემის შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42