"ინვესტიციები 10 წლის მინიმუმზეა და გაუგებარია, რა უხარია ხელისუფლებას"- გიგლა მიქაუტაძე
პოლიტიკა - 12:55, 09 Sep, 2020     737

"ლელოს" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების კლებას აფასებს და მისი ზრდის ერთადერთ გამოსავლად "ლელოს" "მარშალის გეგმა" მიაჩნია, რომელიც ქვეყანაში შესაბამის ბიზნეს გარემოს შექმნის.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ამაყობს მეორე კვარტალში ინვესტიციების 0.5%-იან ზრდით, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ და განწირულია არჩევნებში დამარცხებისთვის.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო ვარდნა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ამის მიზეზი არის ბოლო წლებში ბიზნეს-გარემოს ეტაპობრივი გაუარესება, რომლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, იყო ანაკლიის პროექტის შეჩერება. ლელოს "მარშალის გეგმის" ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯის სწრაფი გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ ინვესტორებს და როგორ მივიპყროთ მათი ყურადღება," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ და ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე კლებას ზრდის მაჩვენებლისკენ შეცვლის.

"ახალი საერთაშორისო საფონდო ბირჟა, საერთაშორისო არბიტრაჟი, ახალი სასამართლო სისტემა, მეგა-პროექტები და გეგმით გათვალისწინებული სხვა ნაბიჯები შედეგად მოგვცემს 10 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რასაც ასევე მოჰყვება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი. ასე შეიქმნება ძლიერი საშუალო ფენა ქვეყანაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს,"- აცხადებს მიქაუტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42