დარია სუდნიშნიკოვა მას შემდეგ გახდა ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რაც განაცხადა, რომ ის ორსულადაა და მისი შვილის მამა 10 წლის შეყვარებულია.
დნმ–ის ანალიზის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ 13 წლის თინეიჯერი 16 წლის ბიჭისგან დაორსულდა, რომელმაც ეს უკანასკნელი გააუპატიურა. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა რუსეთში, კრასნოიარსკში მოხდა. 11 წლის ივანი, დარიას შეყვარებული, მასთან ერთად იყო, როცა დარიამ ახალშობილ შვილთან, ემილიასთან ერთად, სამშობიარო სახლი დატოვა – 16 აგვისტოს.
ბავშვის მამამ, როცა დარიაზე იძალადა, 15 წლის იყო, ამჯერად კი ის უკვე 16 წლისაა. მაშინ, როცა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიოლოგიურად შეუძლებელი იყო 10 წლის ივანი ბავშვის მამა ყოფილიყო, გოგომ აღიარა, რომ ის გააუპატიურეს. მისი თქმით, ისტორია იმიტომ გამოიგონა, რომ მომხდარით შეძრწუნებული იყო და დანაშაული მის ქალაქში მოხდა.
მომხდარის შემდეგ დარიას სოციალურ სივრცეში გამომწერების რაოდენობა 474 ათასამდე გაიზარდა.
„ამ ისტორიას ვერ ვივიწყებ, ეს ტკივილი ჩემს სულში კვლავ არსებობს. არ შემიძლია იმის გახსენება თუ როგორ მოხდა ყველაფერი, რადგან ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. იმ ინციდენტის შემდგომ, დიდი ხნის მანძილზე არაფრის გაკეთება შემეძლო, ეს იყო შემაშინებელი და თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი“, – აცხადებს თინეიჯერი დედა.

მისი თქმით, თავდამსხმელი თავისი ასაკისთვის ძალიან მაღალი და მსუქანი იყო.
გოგონამ სოციალურ ქსელშ მისი შვილის ხელის ფოტო გაავრცელდა და დაწერა, რომ ბავშვის გაზრდა მარტოს უწევს.
„წონაში ვიკლებ, ახლა 57 კილოგრამი ვარ. ვერ ვჭამ, ამისათვის დრო მხოლოდ გვიან ღამით მაქვს. ბავშვი არ მაძლევს საშუალებას და სხვა არავის შეუძლია მისი გაზრდა, დედა ავადაა, მამა სამსახურში, ძმები... მათზე სათქმელი არაფერია“.
დარიას თქმით, ახალშობილის ოფიციალური მეურვე დედამისია, 35 წლის ელენა სუდნიშნიკოვა, რომელსაც კიბო აქვს.
რაც შეეხება ივანს, დარიას თქმით, ის მასთან არ ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ღამით რჩება.
„16 წლის რომ გახდება მამობის უფლებას მოიპოვებს, თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა“
მასალის გამოყენების პირობები






