ორივე ავიაკომპანიის სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, ქუთაისს აქვს პოტენციალი მიიღოს წლიურად 2,5 მლნ. მგზავრზე მეტი, რაც ნიშნავს მილიონზე მეტ ევროპელ ტურისტს ქუთაისისთვის - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 11:59, 09 Sep, 2020     772

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეო-მიმართვს ავრცელებს.

ოთარ კახიძემ წარადგინა 2 პუნქტი, რომლითაც ქუთაისი ახალ ენერგიას შეიძენს. კახიძემ აღნიშნა, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა, რაინეარის შემოყვანა და ტერმინალის გახსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისს წლიურად მილიონ ევროპელ ტურისტს და ევროპასთან პირდაპირ სავაჭრო ურთიერთოებებს შესძენს.

„სამწხაროდ, ახლა ქუთაისის საჰაერო სივრცე დაკეტილია, და ტურიზმის მთლიანი სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ფრენები დაკეტილია იმ ქვეყნებთანაც კი, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვთ, ამიტომ არც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით იხსნება ივანიშვილის მთავრობის ეს მავნებლობა. ქუთაისის ტურისტულ სექტორს ახალი სიცოხლე შესძინა აეროპორტის გახსნამ, რომლის იდეაც ეკთვნის ევროპული საქართველოს წევრს, გიორგი კანდელაკს და მისი დამსახურებაა, რომ რეალური გახდა ქუთაისიდან ევროპის ქალაქებში ფრენა. ქართულმა ოცნება, ხელისფლების მოსვლის თანავე, არამიზნობრივად გამოაცხადა ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა, დააგვიანა მეორე ტერმინალის მშენებლობა და დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ვიზეარის ბაზა ქუთაისში არის დახურული. თუმცა ეს სიტუაცია ექვემდებარება ცვლილებას.

ევროპულ საქართველოს აქვს ორპუნქტიანი გეგმა, რომელიც სრულად დატვირთავს ქუთაისის აეროპორტს.

· მსოფლიოში ყველაზე დიდმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, რაინეარმა უნდა დაიწყოს ფრენები ქუთაისში და მათ უნდა გახსნან ბაზა.

· უნდა აღდგეს ვიზეარის დახურული ბაზა.

ორივე ავიაკომპანიის სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, ქუთაისს აქვს პოტენციალი მიიღოს წლიურად 2,5 მლნ. მგზავრზე მეტი, რაც ნიშნავს მილიონზე მეტ ევროპელ ტურისტს ქუთაისისთვის.

· მეორე პუნქტი ეხება ქუთაისის და მთლიანად იმერეთის მხარის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, რისთვისაც აეროპორტს უნდა დაემატოს სატვირთო ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერების გადაზიდვას და ევროპასთან დააკავშირებს ქუთაისს სავაჭრო დანიშნულებით, რაც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მერნეობას და მთლიანად ქალაქს გამოაცოცხლებს.

ევროპული საქართველო ეს გეგმა, რომელიც გულისხმობს რაინეარის შემოყვანას, ვიზეარის ბაზის აღდგენას და სატვირთო ტერმინალის დამატებას, ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქს და განვითარების პოტენციალს გაზრდის. „ - აცხადებს ოთარ კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42