აღმაშფოთებელია რუსული მხარის ქმედება - ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციულ სტატიაზე
პოლიტიკა - 21:59, 08 Sep, 2020     2053

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა.

პორტალზე gosnovosti განთავსდა სტატია - “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”.

სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


ცნობისთვის, რუსულ პორტალზე "gosnovosti" განთავსდა სტატია - “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42