ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ძალის ხელში არ იყოს მოქცეული ძალაუფლება - ირმა ნადირაშვილი
პოლიტიკა - 16:37, 08 Sep, 2020     872

ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, დავით კირკიტაძის განცხადებას ეხმაურება.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს შედარება პატრიოტთა ალიანსთან არასწორია, რადგან მათ არ აქვთ საერთო ინტერესები არც ქართულ ოცნებასთან და საკუთარი პოლიტიკით ევროპული საქართველო არ ასხვას წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, კონკრეტულ გეგმაზე და ამ პრიორიტეტებით პარტია განსხვავდება როგორც ნაციონალური მოძრაობისაგან, ისე ქართული ოცნებისაგან.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი დავით კირკიტაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპული საქართველო პატრიოტთა ალიანს დაემსგავსა. პატრიოტთა ალიანსთან მსაგვსება არის, როდესაც საერთო ინტერესები გაქვს ქართულ ოცნებასთან და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება ბიზნეს ინტერესებიც კი იყოს. პატრიოტთა ალიანსი ხარ, როდესაც ნებით თუ უნებლიედ, შენი პოლიტიკით და საარჩევნო მიმართულებებით ასხავ წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე, თუმცა ჩვენ ეს ინტერესები ნამდვილად არ გვაქვს. როდესაც გინდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, როდესაც ქვეყანში იყო ერთპიროვნული მმართველობა, ისევე როგორც ეს არის დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს, როცა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია თავმოყრილი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისფლება. ევროპული საქართველო ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ძალის ხელში არ იყოს მოქცეული ძალაუფლება თავმოყრილი. ეს არის ევროპული საქართველოს მთავარი პრიორიტეტები, ეს არის სხვაობა ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან.“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42