ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა განმსჭვალულო იყო პასუხისმგებლოთ როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების მიმართ.
მისივე თქმით, სააკავშილმა ისაუბრა იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უდგას.
"სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანად არჩევნების გზით პუტინისტური რეჟიმის დამარცხებაზე და შემდეგ საზოგაოდების ფართე ფენების მაქსიმალური ჩართულობით იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც მიმართული იქნება ერთის მხრივ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, მეორეს მხრივ ქვეყანაში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობას, წესრიგსა და ყველა ადამიანის უფლების დაცვას.
ამ მიმართულებით მან კონკრეტული ნაბიჯები დაასახელა - თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, უცხოელი მოსამართლეების ჩართვით. როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პოლიცია არასდროს იყოს პოლიტიზებული.
ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პენიტენციური სისტემის შიგნით ვითარების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად. სუსის რეორგანიზაცია იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ეს სტრუქტურა ნამდვილად სახლემწიფოს უსაფრთხოებას ემსახუროს.
მთლიანობაში ჩვენი ამოცანაა სწრაფი ნაბიჯების გადადგა ქვეყნის სიღარიბის, უმუშევრობის ჭაობიდან ამოსაყვანად. ამისთვის აუცილებელია 2 წლის განამვლიბაში გადაიდგას სწრაფი და ენერგიული ნაბიჯები. სწორედ ამაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2 წლის ვადაში ის ამას შეძლებს და ამის მერე წავა თანამდებობიდან.
ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას შევქმნათ მდიდარი საქართველო, ძლიერი ოჯახი"- განუცხადა "ნიუპოსტს" ოპოზიციონერმა.
მასალის გამოყენების პირობები






