მომავალ პარლამენტში ჩემს თავს ნამდვილად ვერ ვხედავ - ადა მარშანია
პოლიტიკა - 13:44, 08 Sep, 2020     1209

მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, – ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ბექა ნაცვლიშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

„მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არამგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, რადგან ჩემი დღევანდელი გათვლით, პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან. შენ არ იქნები, არც მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ და იმ პარლამენტს არ მოუწევს ოთხი წელი მუშაობა, ამასაც ვხედავ აქედანვე“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„ცხადია, ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს, უბრალოდ ბექა, გენაცვალოს ჩემი თავი, იდეალისტი პარლამენტარის როლში გამოდიხარ დღეს. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცი უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები, საარჩევნო რაღაც-რაღაცები და აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42