რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დასახლებულ პუნქტ ტელმანოვოსთან დიდი დანაკარგები განიცადეს. მათივე თქმით, საერთო ჯამში ოკუპანტი ძალის 23 სამხედრო იქნა ლიკვიდირებული. გავრცელებული ინფორმაციით, რუს ბოევიკებს ჩასაფრება მოუწყვეს.
დონბასში მოქმედი მარიონეტული ხელისუფლების მხარდამჭერი ბლოგერი, “NECRO MANCER”-ი აქვეყნებს საკუთარ გვერდზე პოსტს: „ამხანაგი მაიორი ეგორი დაკრძალეს ტელმანოვოში. მას დარჩა ორი ვაჟი და ქმარი. მასთან ერთად დაიმარხა 23 ადამიანიც. ზავია? არა . რომელიმე თქვენგანს გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ რომ 23 მებრძოლო მოგვიკლეს? ასე არ ვფიქრობ. ყველა ჩუმადაა, ომი კი მიმდინარეობს, მეგობრებს ვკარგავთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბოევიკები ნაღმზე აფეთქდნენ, ან მცირე ჯგუფმა ბოევიკების სატვირთო მანქანას ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩასაფრება მოუწყვეს.

მასალის გამოყენების პირობები






