ორგანიზაციის დასკვნით, სასულიერო პირები აქტიურად ესწრებიან მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს, რაც შესაძლოა მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებელ საშუალებად იყოს გამოყენებული.
"ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში"- აცხადებენ ორგანიხავიაში.
➡ გაიგეთ მეტი წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის შესხებ: https://bit.ly/2DD4RVF
მასალის გამოყენების პირობები






