"ქვეყანაში არსებული 135 000 გრიპის ვაქცინა მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს" - სერგო ჩიხლაძე კოვიდ 19-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:36, 08 Sep, 2020     808

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კოვიდ 19-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და დამსხვრეული ოცნებების მთავრობას საჭირო და გადაუდებელ ქმედებებზე მიანიშნებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ქვეყანაში გრიპის ვირუსის აცრებისთვის საჭირო ვაქცინების სამმაგი მარაგი, ვიდრე ეს მთავრობას აქვს მომარაგებული და მთავრობას სთავაზობს, რომ გაორმაგებული სახით გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.

„გვიახლოვდება ოქტომბრის ბოლო, როდესაც იწყება ქვეყანაში სეზონური გრიპის აქტიური პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე დრო, როდესაც სეზონური გრიპი და კორონა ვირუსი ერთმანეთს დაემთხვევა და მოხდება ამ ორი ინფექციის თანხვედრა. ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, კერძოდ, სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი, გამიჯვნა ადამიანს კორონა ვირუსი აქვს თუ სეზონური გრიპი. მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შემოვა 135 000 გრიპის ვაქცინა, რაც მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ შარშან კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შემოტანილი იყო 140 000 გრიპის ვაქცინა, აქედან 40 000 ვაქცინამდე შემოიტანა კერძო სექტორმა. ყველას გვახსოვს როგორი მოთხოვნილება იყო შარშანაც, ადამიანები მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და იქ კი ფიზიკურად აღარ იყო საჭირო რაოდენობა, ვიმეორებ ეს შარშან, როდესაც არ არსებობდა კოვიდ 19. ამ ფონზე, წელს მხოლოდ 135 000 ვაქცინით მზაობა არის მიზერულზე მიზერული და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მოსახლეობის 4% იც ვერ შეძლებს ამის სარგებლობას, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებს თითქმის 40-50-60% იანი მზაობა აქვთ მარაგების კუთხით, " - აცხადებს ჩიხლაძე და მეორე მიმართულების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ლაბორატორიათა ქსელის გაფართოვებას ითვალისწინებს, სადაც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ იმ ტემპებით და ორგანიზებით რასაც მთავრობა აჩვენებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემები როგორც ეპიდემიის მართვაში, ასევე პაციენტთა ნაკადის მართვაში.„ასევე, არასაკმარისია იმ ლაბორატორიების რაოდენობა სადაც დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება-კორონავირუსია თუ სეზონური გრიპი. მხოლოდ 21 ლაბორატორია , რასაც მთავრობა ამზადებს. არასაკმარისია და შექმნის პირდაპირი გაგებით ქაოსს, რადგან წელს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობას ექნება საჭიროება მსგავსი ტესტირების ჩატარების," - მიაჩნია სერგო ჩიხლაძეს.აქედან გამომდინარე, სტრატეგია აღმაშენებელი 2 კონკრეტული მოთხოვნით, ერთგვარი ინიციატივით გამოდის.„პირველი, სასწრაფოდ დაიწყოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკება რომ მინიმუმ 3 ჯერ მეტი რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოვიდეს ქვეყანაში, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნილება მაინც. 135 000 ვაქცინა მინიმალური მოთხოვნებისთვისაც კი არ არის საკმარისი! ამავე დროს, დაიწყოს დროული მოლაპარაკება კერძო სექტორთანაც, მიეცეთ მათ მკაფიო ინსტრუქცია, რომ მათაც უზრუნველყონ თავიანთ ქსელებში ვაქცინის შესაბამისი რაოდენობის არსებობა. მეორე, სასწრაფოდ გაფართოვდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, და გაირკვევა არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია. 21 ლაბორატორია არ არის საკმარისი და ეს ნაკლოვანება შექმნის სრულ ქაოსს და პანიკას მოსახლეობაში, რადგან კიდევ ვიმეორებ წელს იქნება გაზრდილი მოთხოვნა და საჭიროება როგორც ვაქცინებზე, ასევე დიაგნოსტიკურ პროცედურებზე. სტრატეგია აღმაშენებელმა ჯერ კიდევ აპრილში წარმოვადგინეთ ალგორითმი, მექანიზმი თუ როგორ უნდა დაიქსელოს მთელი ქვეყანა სადიაგნოსტიკო პუნქტებით, რომ მოსახლეობას დიაგნოსტიკა-ტესტირებაზე არ შეექმნას პრობლემები," - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი.სტრატეგია აღმაშენებელი მიიჩნევს რომ ამ 2 ინიციატივის წარმატებით განხორციელების და კარგად მომზადების პირობებში, შესაძლებელი იქნება ამ ორი ინფექციის თანხვედრის პირობებში, პროცესების ეფექტური მართვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42