თანხა, რომლითაც მთავრობა ყველაზე მოწყვლად ჯგუფს უნდა დახმარებოდა, წავიდა ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეში - სერგო რატიანი
პოლიტიკა - 11:57, 08 Sep, 2020     773

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, ჭიათურის მერიის კორუფციულ სქემაზე აკეთებს განცხადებას.

სერგო რატიანის თქმით, პანდემიის პერიოდში, როდესაც მთავრობა საკვები პროდუქტებით ეხმარებოდა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს, ჭიათურის მერიამ ტენდერი გააფორმა მერთან დაახლოებული პირის კომპანიასთან და მასთან შეთანხმებით პროდუქტებზე ხელოვნურად გაზარდა ფასები. რატიანმა აღნიშნა, რომ თანხა, რომლითაც მთავრობა ყველაზე მოწყვლად ჯგუფს უნდა დახმარებოდა, წავიდა ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეში.

„მოგეხსენებათ, ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, არის სიღარიბე, უმუშევრობა იზრდება კატასტროფულად, 80 000 ბავში შიმშილობს და 60%-ით არის გაზრდილი ფასები. ამის საფუძველი არის ქართული ოცნების ხელისუფლების კორუფციული მმართველობა და ხედვის არარსებობა. ქვეყანამ თუ შეინარჩუნა ეს მიმართულება ჩვენ მომავალი ათწლეულები ვიქნებით ძალიან მძიმე მდომარეობაში. ქვეყანაში არის კორუფცია და მინდა, რომ ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანო. შემდეგშიც მოგახსენებთ თუ რა მძიმე ვითარებაა იმ ოლქში, სადაც ვიყრი კენჭს.

მოგეხსენებათ, რომ მთავროამ, პანდემიის დროს, გადაწყვიტა დახმარებოდა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ოჯახებს და აკეთებდა შესყიდვებს და ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტს მიჰქონდა პროდუქტები. სამწუხაროდ, შემაშფოთებელია, რომ ეს მდგომარეობა მათ გამოიყენეს თავიანთი თავების და ახლობლების გასამდიდრებლად. ჭიათურის მერიამ, პანდემიის პერიოდში, გააკეთა 184 000 ლარის შესყიდვა, რომელშიც შედიოდა პირველადი მოხმარებისა და საკვები პროდუქტები, თუმცა ყველგან არის გადაცდომა და შემაშფოთებელია, რომ ეს პროდუქტები გაცილებით მაღალ ფასად აქვთ ნაყიდი, ვიდრე ჭიათურის ნებისმიერ მაღაზიაში იგივე პროდუქტის საბითუმო ფასი იქნებოდა. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა, 2 კილოგრამ შაქარში, 4.20ლ გადაიხადა, როდესაც მისი ფასი არ აღემატებოდა 3.30ლ. იგივე პრაქტიკაა გამოყენებული სხვა პროდუქტებზეც.

ეს არის უმძიმესი დანაშაული, რაც უნდა იქნას გამოძიებული. ეს პრაქტიკა უნდა შევაჩეროთ, სწორედ ამიტომ, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები 2მლრდ. ლარით უნდა შემცირდეს, ეს არის თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ხალხს და ეს თანხა არ უნდა ხმარდებოდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოკვებას.

ასევე საგულისმოა, რომ ის კომპანია, რომელთანაც მუნიციპალიტეტმა გააფორმა სატენდერო ხელშეკრულება, არის დაახლოებული პირი ჭიათურის მერთან, კონკრეტულად ეს პირი არის გაგა ბრეგაძე, რაც უფრო ართულებს სიტუაციას. ფასები ამ პირთან შეთანხმებით, არის ხელოვნურად გაზრდილი და ეს თანხა წასულია ჩინოვნიკების ჯიბეში, ნაცვლად იმისა, რომ ამ თანხით ხელისფლება ყველაზე მოწყვლად ჯგუფს დახმარებოდა.“ - განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42