ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 11:50, 08 Sep, 2020     1104

„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის თეონა აქუბარდიას განცხადებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. აქუბარდიას თქმით ეს პროექტი დაიცავდა ქვეყანას კრიტიკულ პერიოდში უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით, სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი მთავრობას მიმართავს განუმარტოს საზოგადოებას თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას,რომელიც დაიცავდა საქართველოს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმოარაგებით უზრუნველყოფაში


„მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობააქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. საუბარია მიწისქვეშა გაზსაცავზე, რომელიც დაიცავდა კრიტიკულ პერიოდში ქვეყანას უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით. ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც, რომელიც 2023 წლამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღეს უკვე გაურკვეველია ექნება თუარა ქვეყანას გაზსაცავი. მთავრობის გადაწყვეტილებით გერმანიის განვითარების ბანკიდან (KFW) პროექტისთვის გამოყოფილი სესხის, რომლის მიღებისთვის რამოდენიმე წელი დაიხარჯა აგვისტოში მიზნობრიობა შეეცვალა და ეს 120 მილიონი ევრო COVID 19-ის კრიზისზე მიმართა. ეს მაშინ, როდესაც ამ ფონდიდან მთავრობა არ თაკილობს 45 მილიონის თავის შემომწირველებზე და ახლობლებზე გაცემას. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი მივმართავთ მთავრობას, განუმარტოს საზოგადოებას თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა ჩვენს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმოარაგებით და მოგვცემდა საშუალებას სამომავლოდ საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას" - თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42