"ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს - ლელოს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე
პოლიტიკა - 10:47, 08 Sep, 2020     573

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე თბილისის მერს მიმართავს და მოუწოდებს გლდანის ის პროექტები დაასრულოს, რომელიც ერთ წელზე მეტია დაიწყეს და გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე არ დასრულებულა.

მიქაუტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას

საღებავების ფულითაც აპირებს, რასაც მერიის გავლით გააკეთებენ, რადგან ისინი ტენდერის გარეშე აპირებენ საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად.

“ბატონო კალაძე, არ გირჩევთ გლდანელების მოთმინების გამოცდას.

თბილისის მერია ტენდერის გარეშე აპირებს საღებავების შეძენას ქუჩების

დასახაზად, მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა სწორი დაგეგმვის

პირობებში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას

საღებავების ფულითაც აპირებს.

წელიწადნახევარია, გლდანის რაიონის მაცხოვრებლები ელოდებიან ვეკუას,

ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებას. გარდა

იმისა, რომ ხიზანიშვილის ქუჩა პირველივე წვიმის დროს დაზიანდა, კვლავ არ

დაწყებულა ქუჩების დახაზვა და ისევ არ მუშაობს შუქნიშნები. ამის გამო ხშირია

ავტოავარიები და მოსახლეობა საცობებში იტანჯება. კატეგორიულად მოვითხოვ თბილისის მერისგან, დროულად დაასრულოს გლდანის პროექტი და მისცეს ხალხს ნორმალურად გადაადგილების საშუალება. ბატონო კალაძე, არჩევნების წინ მაინც იმუშავეთ ნორმალურად და ნუ გამოცდით გლდანის რაიონის მოსახლეობის მოთმინებას,”_- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42