"სააკაშვილი არჩევნების მერეც ვერ ჩამოვა" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 10:28, 08 Sep, 2020     1062

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების შემდეგაც ვერ დაბრუნდება.

"სააკაშვილმა, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის და ავიწყდება, როგორც ჩანს, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში ქონების გადაფორმება...

ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით!

და თუ თავს ისევ დავიბრმავებთ და „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა არ ექნება.

მოკლედ, ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყბული რომ ესაუბრებახოლმე ხალხს.

არადა მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის.

ახლაც, წალმებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაშ;

სამრთლიანობაზე და მერაბიშვილი უდგას გვერდით...

ჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელც ადეკვატურ პასუხს გასცემს.

პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას.

რადგან , „ქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა.

ასე რომ, მე არ მგონია არცერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალების“ გარდა , რომელიც სააკაშვილს აპატიებს იმ დანაშაულებებს, რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.

ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ვერ ჩამოვა საქართველოში.

ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი.

ჩვენ კი ნამდვილად არვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის გავაკეთოთ არჩევანი.

დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია,

ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს!" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42