გიორგი კანდელაკი კარანტინის შემცირებაზე: თუნდაც რვა დღიანი, მაგრამ დისკრიმინაციული კარანტინი უნდა გაუქმდეს
პოლიტიკა - 19:49, 07 Sep, 2020     939

ევროპული საქართველოს წევრი დეპუტატი გიორგი კანდელაკი მთავრობის მიერ ქვეყანაში შემომსვლელთათვის კარანტინის რვა დღემდე შემცირებას გამოეხმაურა. კანდელაკის თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგადაა მიღებული და აჩვენებს რომ ორკვირიან კარანტინს მეცნიერული საფუძველი თავიდანვე არ ქონდა.

„ამავე დროს, გადაწყვეტილება ინარჩუნებს დისკრიმინაციულ კარანტინს უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აუცილებელია რომ დისკრიმინაცია გაუქმდეს და უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მომავალი ყველა ადამიანი დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას,“ აღნიშნა კანდელაკმა.

მან ასევე მოუწოდა მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანოს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ისეთი ქვეყნები როგორებიცაა საბერძნეთი და პოლონეთი.

„ასევე მოვუწოდებთ მთავრობას ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებიდან შესაძლებელი იყოს ქვეყანაში შემოსვლა 24 საათიანი კარანტინისა და რამდენჯერმე განმეორებადი ტესტით, ისევე როგორც აპრობირებულია მრავალ მათ შორის კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებში,“ აღნიშნა მან.

გიორგი კანდელაკმა მთავრობას ასევე მოუწოდა ავიაკომპანიებს, პირველ რიგში კი ვიზეარს, დაუყოვნებლივ მიეცეთ ნებართვა დაიწყონ რეგულარული უსაფრთხო ქვეყნებიდან - იმ დათქმით რომ მათ რიცხვში შეტანილი იქნებიან კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნები.

დასასრულს კანდელაკმა კარანტინის მომსახურებაზე სასტუმროებთან გაფორმებულ გაუმჭვირვალე კონტრაქტებზე და კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ გადასახადის გადამხდელთა ფული ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების შემომწირველთა მფლობელობაში არსებულ სასტუმროებში ხვდება რაც უდავო კორუფციის ნიშნებს შეიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42