ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - დრონით გადაღებულ კადრებში არ ჩანს ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს. განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აკეთებს.
რამიშვილი პროკურატურაში დღეს დრონით გადაღებული მასალა ნახა, რომელიც გამოძიებას საქმეში აქვს შეტანილი.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დრონით გადაღებულ კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.
მისივე შეფასებით, გამოძიება, "მოჩვენებითი სამძებრო სამუშაობი" ჩაატარა.
"სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა...რ არის იქ მოძებნილი ავტომობილი, იქ დრონით არ მუშაობდნენ. დაფიქსირებული ვადები, როდესაც გადაღება მიმდინარეობდა შეიძლება შეცვლილიცაა და მითითებულია 19-21 ივლისი, მაგრამ ასეთი ტერიტორია, სიახლოვეზეც არ მაქვს ნანახი" - ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა - საუბარია პროგრამისტის მანქანაში აღმოჩენილ სისხლის კვალზე. ასევე ნანახია სხვადსხვა დნმ-ს ნიმუში. პროკურატურა ახალ გარემოებებს მალავს.
მასალის გამოყენების პირობები






