"ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს რაც გააჩნია და ამ ფონზე დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება დუმს" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:31, 07 Sep, 2020     996



„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოსსაბანკო სექტორს მონოპოლიურ კარტელის სახით ჩამოყალიბებულ სისტემად მოიხსენიებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს სახელმწიფოს უმოქმედობის ხარჯზე. ამ ფონზე, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ბიზნესზე ზრუნავს და სუბსიდირების ფარგლებში მხოლოდ ამ კომპანიებს ეხმარება.



„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვისა და კერძო სუბიექტებისთვის კვლავინდებურად კრედიტები და მასთან დაკავშირებული განუზომლად მაღალი პროცენტებირჩება. დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად, სუბსიდირება აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებშიც თავად აქვთ წილები, ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თავად გააჩნიათ ბიზნეს ინტერესები," - აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ეს მადგომარეობა ნაცნობია, ის იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან საიდან გადაიხადონ სესხი, საიდან გადაიხადონ ვალები. ამ ფონზე მოქმედმა მთავრობამ აიღო 5 მილიარდი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი და ამ გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება.

„220 მილიონი ლარის ქონება მარტო პირველ 6 თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს და ამისთვის არაფერს აკეთებსხელისუფლება. ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა ბანკების ინტერესების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. რისთვის გვინდა ეროვნული ბანკი თუ ის ისევ ბანკების ინტერესებსდაიცავს? რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ სახელთან და მის გარემოცვათან დაკავშირებულ ბიზნესების ინტერესებს. მაინტერესებს ვინ იცავს გაჭირვეული და გაუკრვევლობაში მყოფი ხალხის ინტერესებს? ათობით ადამიანი ყოველდღიურად მოდის ჩვენთან ოფისში, ჩვენი იურისტი ვეღარ აუდისმათი საქმეების, კონკრეტული შემთხვევების განხილვებს. როცა უსამართლოდ, უკანონოდ, ადამიანებს ართმევენ ქონებას და ამ ფონზეუმოქმედოდ არის ხელისუფლება,სირცხვილია!მხოლოდ ბანკებისა და საკუთარი კომპანიების წახალისებაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც კი გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ამოცანა იქნება ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარება. დეკემბერში ყველა პენსიონერს ჩამოეწერება გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან ყველა სესხზე მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 2-3-ჯერ შემცირდება საპოცენტო განაკვეთი," - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42