პარტია "რეფორმერმა" საარჩევნო პროგრამის განხილვა სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" გაიმართა
პოლიტიკა - 17:12, 07 Sep, 2020     1050
6 სექტემბერს პარტია "რეფორმერმა" სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" პარტიის საარჩევნო პროგრამის წინასაპრეზენტაციო განხილვა მოაწყო. პარტიის თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან ერთად ისაუბრა პროგრამის ძირითად ასპექტებზე, რაზედაც "რეფორმერის" გუნდი მუშაობდა.


პარტია "რეფორმერის" ლიდერებმა აგვისტოს თვის განმავლობაში მოაწყვეს ვორქშოფები, პოლიტოლოგებთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან. შეხვედრებზე მოისმინეს მათი მოსაზრებები პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც მოხდა პარტიის საარჩევნო პროგრამის მომზადების დროს.

თორნიკე ჯანაშვილი ( პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე - ჩვენი პროგრამა განსაზღვრავს რეფორმერის პოლიტიკურ ხედვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. "რეფორმერი" პროგრამაში აქცენტს აკეთებს თვისებრივი, სისტემური, შინაარსობრივი ცვლილებების საჭიროებაზე, რომელიც აუცილებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული, არადამაკმაყოფილებელი შედეგების მომცემი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ჩარჩოებისგან თავის დასაღწევად და განვითარების ტემპის დასაჩქარებლად.

"რეფორმერის პროგრამა, ხედვები და მიდგომები ემყარება იმ ძირითად პოსტულატებს, რომელიც ორგანულად გამომდინარეობს ეფექტური სახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანიზებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნებიდან.

ცენტრიზმი - აქცენტი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, სადაც იდეოლოგიური ჩარჩო (მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა) არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი.

პირდაპირი დემოკრატია - საქართველოს თითოეული მოქალაქის სრული ჩართულობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრესივიზმი - განვითარებისკენ და უკეთესი მომავლისკენ ლტოლვა, მზაობა პოზიტიური სიახლეების მიღებისა და დანერგვისადმი.

პროდასავლურობა - ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებებისა და მიღწევების სრული გაზიარება. ჩვენი საზოგადოების სოციო-კულტურული თავისებურებებისა და ღირებულებების გათვალისწინებით საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი წევრია.

ლიბერალიზმი - ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და უზრუნველყოფა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ცვლილების, რეფორმის, პროექტისა თუ პროგრამის, ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკის საბოლოო ადრესატი ადამიანია, და არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ შედეგები თითოეულ ადამიანზე არ აისახება.

"რეფორმერისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მმართველობის და ეკონომიკური მოდელის ისეთი წესით რეფორმირება, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის საგრძნობი შედეგის უფრო სწრაფად მიღწევას განაპირობებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, პარტიის საარჩევნო პროგრამაში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რაც "რეფორმერის" მიერ ჩატარებული კვლევით ძირითად პრობლემებად იყო იდენტიფიცირებული. " რეფორმერის" პროგრამის მნიშვნელოვანი ასპექტებია განათლება, დეცენტრალიზაცია, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებება .

პარტია "რეფორმერის" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42