ნინო ბურჯანაძე: "გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და მითუმეტეს ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში“
პოლიტიკა - 17:05, 07 Sep, 2020     1346

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას, ვაფასებ, როგორც საკუთარი პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენებას, ვიდრე საერთო ოპოზიციური და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას“. - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და განმარტავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას თითქმის გამორიცხავს.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, ნამდვილად არ შედის ქვეყნის და საერთო ოპოზიციური პარტიების ინტერესში.

„არცერთი ლიდერი არ უნდა მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. ვითარების პოლარიზაცია არც საერთო ოპოზიციის და არც ქვეყნის ინტერესში არ შედის. ეს შედის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში.

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უდაოდ ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის მომავალ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს.

მას შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს, ამას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი მზად უნდა იყოს იმ გამოცდისთვის, რაც საქართველოში დაბრუნრებისას ელოდება.

არ გავამხვილებ ყურადღებას სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და არც მოქალაქეობის არ ქონაზე, მხოლოდ პოლიტიკურ მხარეს შევეხები და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ პოლარიზებას შეუწყობს ხელს. თუმცა, მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და მითუმეტეს ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42