ჩვენ გვაქვს რეალური გეგმა, არა სადღეგრძელოები, არა ბიუჯეტს აცდენილი დაპირებები, არამედ კონკრეტული გეგმა - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 15:51, 07 Sep, 2020     953

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასა და იმ ცვლიელებებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

ოთარ კახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები და არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა. კახიძემ აღნიშნა, რომ იმ ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო, სჭიდება კონკრეტული გეგმა, ხოლო სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას გარდამტეხი ცვლილებებისაკენ.

„ქვეყანას სჭირდება არა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, არამედ ცვლილებები. ქვეყანას სჭირდება იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო, იმ ჭაობიდან ამოყვანა, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ.

მიხეილ სააკაშვილი ბევრჯერ დაპირდა ქვეყანას ჩამოსვლას, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა მაშინ, როდესაც ქართული ოცნება შეიცვლება, ამიტომ ის ელოდება ივანიშვილის დამარცხებას.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება რომ მას კოალიცია სჭირდება არა პარტიებთან, არამედ ხალხთან. როგორც ჩანს, ამ ხალხში ის კახა ოქრიაშვილებს და ოცნებიდან გადმობირებულ დეპუტატებს გულისხმობს. ჩვენ საკითხს ასე არ ვუყურებთ. ჩვენ გვაქვს რეალური გეგმა, არა სადღეგრძელოები, არა ბიუჯეტს აცდენილი დაპირეები, არამედ კონკრეტული გეგმა გადასახადების შემცირებით, ინვესტიციების მოზიდვით, როგორ შეიცვლება სიტუაცია ქვეყანაში, ქუთაისთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს შემდეგი გეგმა: უნდა აღდგეს საჰაერო სივრცე, უნდა აღდგეს ვიზეარის დახურული ბაზა, რომელიც ივანიშვილის მავნებლობის შედეგად დაიხურა, უნდა შემოვიდეს რაინეარი ქუთაისის საჰაერო სივრცეში და ეს ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის ნახტომისებურად და ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ევროპელ ტურისტს ქუთაისისთვის. ამავე დროს, ქუთაისის აეროპორტს უნდა დაემატოს სატვირთო ტერმინალი, რათა იმერეთის მხარის საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს. ქალაქი არის კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში, მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზები და ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც გვჭირდება.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42