"პასუხის პასუხი" პრემიერ გახარიას - "არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სადმე არ გამოაქვეყნოთ, თორემ მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებზე"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რეაგირებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ვაშაძე ქმედებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს, რადგან დამსხვრეული ოცნებების მთავრობას აღნიშნულ საქმეესთან დაკავშირებული არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება და უფრო მეტიც, არცერთი შატაჟისტი არ დასჯილა.
„ხელთ მაქვს პირადი ცხოვრების ამსახველ საქმეებთან დაკავშირებული უამრავი ფაქტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუძიებია. გუშინ ბატონმა ე.წ. პრემიერმა მოგვიწოდა, რომ ამ უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეები თაროზე აქვთშემოდებული და გამოძიებაზე არც ფიქრობენ. მე მას ვეკითხები: ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ ვინმე გენდობათ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს? თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს თქვენი მთავრობის კონკრეტულ ინტერესებზე, როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში, - აცხადებს ვაშაძე და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ , „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრიც, რომელზეც განხორციელდა შანტაჟი, სწორედ ამ ნულოვანი ნდობის გამო არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.„ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ. 31 ოქტომბერს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება პირველი რასაც გავაკეთებ, სწორედ აი ამ ტიპის დანაშაულებს ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთ საქართველოში. ყველა, ვინც აქამდე იყო მსგავსი ტიპის სიბინძურეში ჩართული პასუხისგებაში მიეცემა და მომავალში ყველას ეცოდინება, რომ არავის გაუვა მსგავსი მცდელობაც კი. მივმართავ საზოგადოებას: ხომ ხედავთ, რომ წნეხის ერთადერთი გზა ხელისუფლებაზე საჯაროდ საუბარია და მოგიწოდებთ ყველას, ვის მიმართაც ასეთი ტიპის შანტაჟი ხორციელდება, ვის მიმართაც მგავსი ტიპის დაშინებას აქვს ადგილი გამოდით და ისაუბრეთ ამის შესახებ, ყველას გვერდში დაგიდგებით და იცოდეთ, რომ არ მიგატოვებთ არცერთ შემთხვევაში და ჩვენ ვაიძულებთ აი ამ მავნებლებს ხელი აიღონ ასეთი კანონგარეშე ქმედებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან არაერთი განცხადებისა და მოთხოვნისა, ჩვენი მხრიდან მიმართვის მიუხედავად საგამოძიებო უწყებებს პირად ცხოვრებასთან დაკვშირებული არც ერთი საქმე არ გამოუძიებია. ვინმეს ნუ ექნება ილუზია, რომ ახლა გამოიძიებენ ესენი ამ საქმეს?", - აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას მიმართავს. „ბატონო გახარია კიდევ ერთხელ გაფრთხილებს, თქვენი შანტაჟის არავის ეშინია და იცოდეთ, საზოგადოების ნდომა თქვენს მიმართ ნულია. დიახ, მე ვთანამშრომლობ კერძო გამომძიებლებთან და დეტალურად ვიძიებთ აღნიშნულ საქმეს. არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წვერს არ გამოუქვეყნოთ რაიმე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებთან დაკავშირებით. ბრიფინგებს სწორედ, ამ მიზნით ვაკეთებ, ეს არის გამაფრთხილებელი და ერთადერთი გზა, რომელიც თქვენზე მუშაობს, სხვა არც ერთი მექანიზმი თქვენზე არ მუშაობს გარდა საჯარო წნეხისა, ამ საჯარო წნეხს კი, ჩვენ სრულად გამოვიყენებთ და აუცილებლად გვექნება რეაქცია ყველა მსგავსი ტიპის უკანონობაზე, რაც შეიძლება თქვენ ჩაიდინოთ. მესმის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს მზარდი რეიტინგი და ეს გაწუხებთ, ამიტომ გადახვედით ასეთი ტიპის შანტაჟსა და შევიწროებაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან თქვენ ხართ ჩვეულებრივი დამნაშავეები, რომლებიც მოკალათებული ხართ ხელისუფლებაში და უბრალოდ უნდა გაგისტუმროთ 31 ოქტომბერს და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






