"ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც ქართული ოცნება დამარცხდება ამ არჩევნებში“ - სერგი კაპანაძე "აწარმოე საქართველოს“ მიერ თანხების შესაძლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე
პოლიტიკა - 13:56, 07 Sep, 2020     823

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „აწარმოე საქართველოს“ მიერ თანხების შესაძლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ეხმიანება.

სერგი კაპანაძის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტი 2020 წელს 40 მლნ. ლარს შეადგენდა, რომელიც ტურისტული სეზონის წინ უნდა გამოყენებულუყო. პანდემიის გამო, ვერ მოხდა ამ თანხების გამოყენება, მთავრობამ კი უარი თქვა ამ თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე. ხელისფლების თქმით, ეს თანხა დაიხარჯება ოქტომბერში, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრებულია. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ მთავრობა ამ თანხას გამოიყენებს წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათის.

„პანდემიის დროს, ქართულმა ოცნებამ, თავის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კი არ მოაგვარა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დადგა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა. მათ შორის კონკრეტული გეგმის არარსებობით, თანხების არასწორად გადანაწილებით, და მათ შორის იმით, რომ ბიუჯეტის ფული, ურცხვად, მიეცა თავისი შემომწირველებისათის სხვადასხვა კონტრაქტის გზით.

დღეს მინდა შევეხო „აწარმოე საქართველოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იყო 10 მილიონი ლარი. მათ მიერ დაფინანსებული პროქტები, ჩვეულებრივ, არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ იძლეოდა. ამ შემთხვევაში, ამ პროგრამას, რომლის სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტებში გაწერილი იყო ტურიზმთან დაკავშირებლი საკითხები, მათ შორის სასტუმროების მოწყობა ტურისტული სეზონის წინ, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვა. ამ ყველაფრისთის 2020 წელს იყო გამოყოფილი 40 მილიონი ლარი, პანდემიის შემდეგ, ეს თანხა, ბუნებრივია, ვერ დაიხარჯა. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თანხა დახარჯულიყო სხვა მიზნებისათვის, იქნებოდა ეს ჯანდაცვის კუთხით, სოც. დახმარებების თუ სხვა კუთხით. თუმცა, ქართულომა ოცნებამ არათუ გამოიყენა ეს თანხა სხვა მიზნებისათვის, არამედ განაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფულის გამოყენებას ოქტომბერში. მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი მთავრდება ისინი ამბობენ , რომ თანხას ოქტომბერში დახარჯავენ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ პროგრამის გამოყენება უნდა მოხდეს წინასაარჩევნოდ. თანხების გაცემის დროს კონტროლის ეფექტური მექანიზმი ვერ იმუშავებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გრანტების გაცემა მოხდება უკონტოლოდ და მიიღებს მოსყიდვის სახეს, რადგან ქვეყანაში არსებული უმწვავესი ეკონომკიკური კრიზისის ფონზე, სააგენტოს ანგარიშზე უდევს თანხა 40 მილიონის ოდენობით, რომლის დახარჯვას რატომაღაც ოქტომბერში გეგმავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც ქართული ოცნება დამარცხდება ამ არჩევნებში.“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42