დღევანდელი მთავრობის ხელში, გლეხი მხოლოდ სიღარიბისთვისაა განწირული - გიგლა მიქაუტაძე
პოლიტიკა - 12:10, 07 Sep, 2020     677
"ლელო საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე გამოეხმაურა პრემიერ გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გლეხი უნდა ვაქციოთ ფერმერად. გიგლა მიქაუტაძის შეფასებით ტრაგიკულია, როცა 8 წელია ხელისუფლებაში ხარ და არაფერი გაქვს სათქმელი მიღწეულ შედეგებზე; როცა მხოლოდ ახალი დაპირებების გაცემა შეგიძლია და მასაც კი ოპოზიციური პარტიისგან აკოპირებ. "ლელოს" ერთ ერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით სწორედ, ლელოს „მარშალის გეგმა“ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მასშტაბურ რეფორმირებას. "ქართული პროდუქტის ხარისხის ეტალონად ჩამოყალიბებას, ექსპორტის მილიარდ დოლარამდე გაზრდას და გლეხის ფერმერად ქცევას. მინდა ბატონ გახარიას შევახსენო, რომ 8 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ერთადერთი, რაც მოახერხა, არის ფულის ფლანგვა. 2 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა სოფლის მეურნეობის სექტორზე 2013-2019 წლებში და გაუმჯობესება არცერთი მიმართულებით არ გვაქვს. სექტორის რეალური მოცულობა, 2013 წელთან შედარებით, მხოლოდ 30 მლნ ლარით გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ნათესი ფართობების მოცულობა და დღეს სახნავ-სათესი მიწის მხოლოდ 25% მუშავდება, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა და გაზრდილია ინფლაცია სურსათზე. ბოლო წლებში საქართველო პირველად გახდა 100%-ით რუსულ ხორბალზე დამოკიდებული. ჩვენს ქვეყანას მართლაც აქვს შანსი შექმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და შედეგად მიიღოს წელგამართული ფერმერი, რომელიც იქნება ქვეყნის საშუალო ფენის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას სჭირდება მკაფიო ხედვა, სამოქმედო გეგმა და კომპეტენტური სამთავრობო გუნდი, რასაც დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ სთავაზობს საზოგადოებას." - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42