მოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული და ბედისანაბარა დარჩენილი 118 000 შშმ პირი - გიორგი ვაშაძე მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს
პოლიტიკა - 18:41, 06 Sep, 2020     974

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებზე საუბრობს. არსებულ მძიმე სტატისტიკას დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მათი მხრიდან უყურადღებოზეც მიანიშნებს.


„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მიტოვებულები და ბედის ანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად სახელმწიფო არ ზრუნავს კომპლექსურად არსებულ პროვლემებზე.

საქართველოში ორიფიციალური სტატისტიკით განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატიტიკაც შემაშფოთებელია, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 3% და საკმაოდ, დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლმები აქვთ, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის," - აღნიშნავს ვაშაძე.


მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელის" გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.


„220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. „ლიბერთი ბანკის" ექსკლუზივი, რომლითაც ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პრობლემას - ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ საბჭოთა მიდგომა - თითქოს ეს პრობლემა რეალურად არარსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე და ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთანერთად, ეს სამწუხაროა. არასერიოზული მიდგომამოქმედი მთავრობის მხრიდან. თურმე სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება- ეს არის კატარსროფა. ძალიან ბევრი პრობლემაქ, რომელიც არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ," - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და სპეციფიური დაავადებების მოქნე ადამიანების პრობლემებზეც საუბრობს და მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის ამუშავების აუცილებლობაზე მიანიშნებს.


„აუცილებელია, გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები ფაქტობრივად ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწვეთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები. პირველ რიგში, ეს არის, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურები დაუყოვნებლივ მოიხსნას, მეორე, დეკემბერში პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, მესამე-ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხიდან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს. ასევე რაც მთავარია დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმპირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ, კარგად იმუშავა და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ. მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება - ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. „სტრატეგია აღმაშენებელი" ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად", - აცხადებს გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42