ტელეკომპანია "პიკ"-ის საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას მიმართავს
საზოგადოება - 17:18, 13 Nov, 2012     501

საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: "მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ტელეკომპანიის საინიციატივო ჯგუფმა წერილობით მიმართა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით. ამავე წერილში "პიკ"-ის თანამშრომლები ვითხოვდით სხდომაზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისა და შპს "პიკ"-ის მენეჯმენტის წარმომადგენლების დასწრებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მოესმინათ პასუხები შპს ტელეკომპანია "პიკ"-სა და მაუწყებელს შორის არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ამ გაურკვევლობის შედეგად არხმა შეაჩერა სრულფასოვანი მაუწყებლობა და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც სრულყოფილად არ ფლობს სახელმწიფო ენას, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს გარეშე დარჩა. ამასთან, გაურკვეველი რჩება მიმდინარე წლის ბოლომდე პიკ-ის მაუწყებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ბედი. ტელეკომპანია პიკ-ის საინიციატივო ჯგუფს დღემდე არ მიუღია პასუხი წერილთან დაკავშირებით და ამ დრომდე გაურკვეველი რჩება არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენის საკითხი. მეტიც, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც გენერალური დირექტორის, ბ-ნ გიორგი ჭანტურიას ინიციატივის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომავალი წლიდან მესამე არხის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე. უკვე მიღებული გადაწყვეტილების ძირითად არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი დაასახელა, სადაც, მისივე თქმით, მესამე არხის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ბ-ნი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მესამე არხის ფუნქციონიების საკითხი მხოლოდ მაუწყებლის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას რუსულენოვანი, სატელიტური არხის მაუწყებლობისთვის აუცილებელი თანხა", - ნათქვამია "პიკ"-ს საინიციატოვი ჯგუფის განცხადებაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42