გიორგი ვაშაძის განცხადებით, თანაგუნდელის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ჰქონდა ადგილი, რაც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
პოლიტიკა - 14:27, 06 Sep, 2020     1042

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძე მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

„არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, როგორც ჩანს დამსახვრეული ოცნებების პარტიამ ამოქმედდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ ერიდებიან. თითოეულ მათგანს მკაცრად ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რადგან ამ უკანონობას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ექნება. გარკვეული მიზეზებისა და ადამიანების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ საკითხებთან დაკავშირებით შანტაჟს. გამგები ამას აუცილებლად გაიგებს და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, არ გაბედოთ მსგავს უკანონო ქმედებაზე. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს შანტაჟის მცდელობის დონეზეც კი მაინც გამოიყენებს, უმკაცრესად დაისჯება სამართალდამცავი ორგანოების და ხელისუფლების მხრიდან. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მოსმენები, ფარული ჩაწერები, დააშანტაჟება, თქვენი არავის არ ეშინია,“ - აცხადებს ვაშაძე, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ქალების წინააღმდეგ ამ იარაღის პოლიტიკაში გამოყენების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე განცხადებით, დღვანდელი ფაქტი შეეხება ერთ-ერთი მათი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, შესაბამისად, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ საუბრობს.

„ამ განცხადებას კარგად ამოიცნობს და მიხვდება ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ხელი არ წაგიცდეთ და მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. გპირდებით, ჩვენი მხრიდან იქნება უმკაცრესი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამბავი გამოგონილია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ. დამნაშავეს ჩავყვებით ბოლომდე და აღარ გაბედოს შანტაჟი არა მარტო მან, არამედ არცერთმა სხვამ, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ არავინ გაბედოს მსგავსი ქმედება, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42