ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში, შემდეგ გვექნება ერთად სამუშაო, ჩვენ და თქვენ ამ ქვეყანას ერთად უნდა მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც მას სჭირდება - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 13:33, 06 Sep, 2020     1172

ევროპულმა საქართველომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან ერთად საზეიმო შეკრება გამართა.

შეკრებას მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, დავით ბაქრაძე, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.

გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და მათ პარტიის პროგრამაზე ესაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, სწორედ მათთან ერთად განახორციელებს გარდამტეხ ცვლილებებს ევროპული საქართველო. დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება გუნდი, რომელიც ქვეყანს ამ მძიმე კრიზისიდან გამოიყვანს. გიგი უგულავას თმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას და ხალხს სწორი მიმართულებით წაიყვანს.

გიგა ბოკერიამ, საზეიმო შეკრებაზე, მხარდამჭერებს წარუდგინა აფხაზთა კრების თავჯდომარე, მალხაზ პატარაია, რომელიც ევროპული საქართველოს გუნდს შეუერთდა.

„მადლობა ყველას აქ ყოფნისათვის, მადლობა თქვენ ყველას წინასწარ იმ ბრძოლისთის და შრომისთვის, რომელშიც ერთად ვიქნებით შემდეგი 2 თვე. რაც მთავარია, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში, შემდეგ გვექნება ერთად სამუშაო, ჩვენ და თქვენ ამ ქვეყანას ერთად უნდა მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა შევუმციროთ ხალხს წნეხი, რათა მეტი სარგებელი დარჩეთ მათ ჯიბეში. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ყველა ოჯახს 2000 ლარით ნაკლები ხარჯ ჰქონდეს გადასახადების შემცირებით, ის ქონება, რომელსაც ბიუროკრატები ფლანგავენ, ხალხს უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრებაში, რათა ეკონომიკა ამუშავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას.ჩვენ უნდა შევქმათ საქართველოს ისტორიაში პირველად, თქვენი დახმარებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რათა თან კრიმინალს არ ავაშვებინოთ თავი, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს და თან გვქონდეს თავისუფალი სასამართლო. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვჭირდება, ეს არის გზა, საითაც უნდა ვიაროთ და თქვენთან ერთად უნდა ვიყოთ ეს კომპასი, რათა ამ ქვეყანამ ამ გზას აღარ გადაუხვიოს. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ მრავალი წელია, ადამიანი, რომელიც მაგალითი იყო ეროვნული მოძრაობის საწყისიდან ამ ქვეყნის პატრიოტიზმის, სამოქალაქო ღირებულებების და წესიერების. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს დიდ თემს იმ ადამიანების, ვინც ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა რუსეთმა გამოდევნა აფხაზეთიდან, ეს ადამიანი არის მალხაზ პატარაია და მიხარია, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ის, თქვენთან ერთად იქნება ნაწილი იმ გუნდის, ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.ერთად ვიბრძოლოთ ეს ორი თვე და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ რათა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„თუ რომელიმე გუნდი საქართველოში არის, ვისაც აქვს ხედვა, ცოდნა და კომპეტენცია, ენერგია და იცის თუ რა გზით უნდა წაიყვანოს ქვეყანა, ვინც შეიძლება ხალხს ემსახუროს, როგორც კომპასი, იმ უიმედობის და პრობლემების ოკეანეში, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. თუ ასეთი გუნდი არსებობს, ამ გუნდის სახელია ევროპული საქართველო, ამ გუნდის წევრები ხართ თქვენ და ეს გუნდი თქვენთან ერთდ იბრძვის გამარჯვებისათვის.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ამ ქვეყანას ქმნის ადამიანი, სწორედ ადამიანს სჭირდება სასამართლო, მას სჭირდება დაბალი გადასახადი, რათა მეტი ფული დარჩეს მის ოჯახს, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის განვითარებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიდა და დადგა, ეხლა უნდა ვიყოთ კომპასი და როცა გვკითხავენ, თუ რა იქნება შემდეგში, ვეტყვით, რომ იქნება კოალიცია, იქნება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, დაბალი გადასახადი, თავისუფალი სასამართლო, აღარავინ აღარ იქნება ბატონი , მოვა ხელისუფალო, გემსახურება და წავა. ეს არის ევროპული გზა და ეს არის ევროპული საქართველოს პროგრამა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42