საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებზე მათ შორის კიბერ თავდასხმის ორგანიზატორი ქვეყნის ვინაობაზე, გამოძების დასრულების შედეგ ისაუბრებს.
"დღევანდელ მსოფლიოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი გამოწვევა. სისტემურად ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ გამკლავება კიბერთავდასხმებთან. ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენზე ძლიერი ქვეყანაც, მოწყვლადია ამ სერიოზული გამოწვევის წინაშე.
ეფექტიანად ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის მჭიდრო კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები მყისიერად გავიდნენ კავშირზე და ინფორმაცია არის მიწოდებული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვერიდება სახელების დარქმევა. როდესაც გამოძიება გავა წყაროზე, თუ საიდან იყო ეს, ქვეყანაც დასახელდება და ის სტრუქტურაც, თუ საიდანაც მოხდა კიბერთავდასხმა." - ამბობს დავით ზალკალიანი იმედთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






