ეს არის შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკა, როდესაც ასვალტს მხოლოდ იმ გზაზე აგებდნენ, სადაც შევარდნაძე გაივლიდა - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 11:55, 06 Sep, 2020     1267

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, მის საარჩევნო პლაკატებზე ქართული ოცნების კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის, პლაკატების გადაკვრას ეხმაურება.

გიგი უგულავას თქმით, დღეს, როდესაც ზუგდიდში ჩამოდის გიორგი გახარია, ქართული ოცნების აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მის პლაკატებზე გადაეკრათ ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატები, თითქოს მის გარდა სხვა ამ ქალაქში არ არსებობს. უგულავას თქმით, ეს არის შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკა, როდესაც ასვალტს მხოლოდ იმ გზაზე აგებდნენ, სადაც შევარდნაძე გაივლიდა.

გიგი უგულავა ამის საპასუხოდ, დღეს იმ ადგილებში, სადაც გიორგი გახარია გაივლის, გააკრავს პლაკატებს,სადაც კარიკატურულად გამოსახულია ბიძინა ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან. გიგი უგულავას თქმით, 31 ოქტომბერს, ივანიშვილს გააძევებენ არამარტო ზუგდიდიდან, არამედ მთლიანი საქართველოდან.

„დღეს ზუგდიდს სტუმრობს ბატონი გახარია და მთელი ღამის განმავლობაში, ბატონი ჩიქოვანის, თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა, გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იქ სადაც გახარია გაივლის, იმ მარშუტზე, ჩემ პლაკატებს გადააკრეს ბატონი ჩიქოვანის პლაკატები. სირცხვილია შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკით მუშაობა, ადრე სადაც შევარდნაძე ჩამოდიოდა მხოლოდ იქ აგებდნენ ასვალტს, ეხლა გახარიას პლაკატები დაახვედრეს, თითქოს მე აქ არ ვარსებობ. ამიტომ, ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით და ჩვენ პლაკატებს, სადაც კარიკატურულად გამოსახულია ბატონი ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან, ამ პლაკატებით დავხვდებით ბატონ პრემიერ მინისტრს.დღეს, მთელი დღე, როდესაც გახარია იმოძრავებს, მას დახვდება ივანიშვილი, რომელსაც ჩემოდანი აქვს ჩალაგებული და იპარავს ზუგდიდის აბრას. ეს არის ქართული ოცნების მდარე, პატარა, ველური სახე, თუმცა 31 ოქტომბერს მოხდება ის, რაც ამ კარიკატურაზეა აღწერილი, ზუგდიდის აბრას გავატანთ ბატონ ივანიშვილს საჩუქრად, ჩემოდანი ჩალაგებული აქვს და შესაბამისად მიბრძანდება არამარტო ზუგდიდიდან, არამედ მთლიანი საქართველოდან.“ - აცახდებს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42