თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბზებად ჰქონდა მოწყობილი - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 17:14, 05 Sep, 2020     1372

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში დამსახრებულ მწვრთნელს, რეზო ბუკიას შეხვდა, რომელიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

რეზო ბუკიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონულ პოლიციასთან ერთად, ცდილობს შეზღუდოს მისი საქმიანობა და ბოტანიკურ ბაღში, სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავს. გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას ავიწროებს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ აძლევს მას საშუალებას სპორტსმენები ავარჯოშოს. უგულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს კერძო სპორტული სკოლები.

„ბატონი რეზო არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, რადგან ის გამოაგდეს სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ არის ოპოზოციურად განწყობილი. ამის მიუხედავად, ის თავისი ინიციატივით ავარჯიშებს ბავშვებს, ზრდის სპორტსმენებს და სწორედ აქ არის მთავარი საკითხი. ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სკოლებსაც, რათა იყოს კონკურენცია და მრავალფეროვნება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავში ეზიაროს სპორტს ბავშვობიდანვე. აქ ამის საპირისპირო კეთდება ყველაფერი და ეს უნდა დასრულდეს, აქ, ზუგდიდში ასაწყობია თავიდან სისტემა, სისტემა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სხვანაირად იმუშავებს და სახელმწიფო მათ გადასახადს მთლაიანდ დაფარავს. ასე უნდა იყოს სხვა კატეგორიაზეც. უნდა იყოს გამოყოფილი პრიორიტეტული სპორტის სახეობები და ბავშვთა სპორტზე უნდა დაიხარჯოს მეტი ფული, რათა მივიღოთ რეალური შედეგი. ერთი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეორე სპორტის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ეს მთავრობა რასაც აკეთებს არის საპირისპირო. მათ ჰგონიათ, რომ როდესაც რაიმე დარბაზს გაარემონტებენ, ეს არის სპორტი, თუმცა ცდებიან. სპორტი არის ბავშვი და მასწავლებელი. თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბზებად ჰქონდა მოწყობილი. აი ეს მიმართულება აქვს ამ ხელისუფლებას აღებული და ამ არჩევნებთან ერთად ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს, კერძო სკოლების დემონიზაცია არ უნდა მოხდეს, პირიქით, კერძო სკოლების ინიციატივა სახელმწიფომ უნდა წაახალისოს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42