ელენე ხოშტარია მიმართავს ქალაქის მერს, საზოგადოებას აუხსნას, რამ გამოიწვია ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერება და დროულად დაიწყოს სამუშაოები
პოლიტიკა - 16:47, 05 Sep, 2020     1399


ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაჩერებული მშენებლობის შესახებ ბრიფინგი ჩაატარა.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო გზა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან ის შეამცირებს წყნეთი-ბაგებიდან მომავალი მანქანების ზეწოლას თამარაშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ ისედაც გაიზარდა დატვირთვა.

თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადის ზრდასა და მოსალოდნელ კოლაფსზე თბილისის მერია ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, თუმცა მაისში გაფორმებული ხელშეკრულება მოულოდნელად ივნისში შეწყდა. მიზეზად კოვიდ კრიზისისი დასახელდა, იმავდროულად, თბილისის მერიამ ას მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან სწორედ კოვიდ კრიზისის დროს გააფორმა.

ელენე ხოშტარია მიმართავს ქალაქის მერს, საზოგადოებას აუხსნას, რამ გამოიწვია ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერება და დროულად დაიწყოს სამუშაოები, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს როგორც წყნეთსა და ბაგებში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას, ისე ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42