მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები - სერგი კაპანაძე ნაციონალური მოძრაობისა და კახა ოქრიაშვილის თანამშრომლობაზე
პოლიტიკა - 13:42, 05 Sep, 2020     965

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დარჩენილ ოლქებში მაჟორიტარების დაყენებაზე და კახა ოქრიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩენილ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე. რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს ფიგურა მიუღებელია მისი დამოკიდებულების გამო პროპორციული სისტემის მიმართ, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი პირადი საქმეა, მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულება სხვადასხვა თემის მიმართ და უღირთ თუ არა ამის გამო მასთან თანამშრომლობა.

„ევროპულმა საქართველომ წარადგინა მაჟორიტარები თითქმის ყველა ოლქში და რამდენიმე ოლქი დაგვრჩა და იქაც მალე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებს, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი, მიგვაჩნია, რომ ეს მათი პირადი საქმეა და მათი შიდა საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ბატონ ოქრიაშვილს, მისი დამოკიდებულების გამო პროპორციული სისტემისადმი, იმისადმი რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა, ამ ყველაფრის გამო მასთან ევროპული საქართველო არ იქნება არანაირი ტიპის ურთიერთობაში. რაც შეეხება სხვა პარტიას, მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები.“ - აცახდებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42