ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ და დაშინებით, ისინი ხელოვნურად ვერ გაზრდიან ამომრჩეველთა რიცხვს - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:32, 05 Sep, 2020     1021

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა დასრულდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ დაშინებითა და ანგარიშსწორებით ქართული ოცნება მაინც ვერ მოახერხებს გამარჯვებას, რადგან მათ დაბალი რეიტინგი აქვთ.

„ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არის ის, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს და ეს არის ერთ-ერთი ნაწილი გადამწყვეტილი ცვლილებების რაც უნდა მოხდეს. ჯერ საარჩევნო კაპმანია არ შესულა აქტიურ ფაზაში და უკვე ვხედავთ ლელოს წარმომადგენლებზე თავდასხმას, ვნახეთ გუშინ რაღაც აბსურდული მცდელობა, რომ ევროპული საქართველო მოეხსნათ რეგისტრაციიდან სრულიად გაუგებარი მიზეზით, ვნახეთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოცხადებული ომი საარჩევნო პლაკატების მიმართ, უკვე დაიწყო აქტივისტების დაშინება, ეს კიდევ გაგრძელდება. ასეთივე ხელწერა იყო წინა არჩევნების დროს, როდესაც ოფისების დარბევა ვნახეთ, პირდაპირი ძალადობა, ცემა, მოსყიდვა და ეს არის თემები, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან და ამას ადევნებენ თვალყურს. მთავარი რაც არის, პრობლემა არის ის, რომ არცერთი ადამიანი არ ისჯება ამის გამო და სწორედ ესაა შესაცვლელი, რომ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება, ასეთი ტიპის პოლიტიკური დევნა მოწინააღმდეგის უნდა დამთავრდეს და ეს არის მთავარი ნაწილი იმ ცვლილებების, რომელიც უნდა მოხდეს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს, თუმცა აქვე დარწმუნებით ვიცი, რომ ამისდა მიუხედავად, ისინი არჩევნებს წააგებენ, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ და დაშინებით, ისინი ხელოვნურად ვერ გაზრდიან ამომრჩეველთა რიცხვს.“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42