ხათუნა გოგორიშვილი: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კორუფციული გზით დაისაკუთრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწა, რომლითაც სახელმწიფოს 2 248 200 ლარის ზიანი მიადგა
პოლიტიკა - 12:43, 05 Sep, 2020     1048

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კორუფციული გზით დაისაკუთრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწა, რომლითაც სახელმწიფოს 2 248 200 ლარის ზიანი მიადგა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების რეაგირება იყო მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დაჭერა, რომელიც სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. როგორც ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, ამგვარ კორუფციულ სისტემას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ევროპული საქართველო აუცილებლად მოიტანს.

„მაშინ როდესაც გურიის მთლიანი მოსახლეობა უმუშევრობის ჭაობშია ჩაფლული, პრობლემაა სიღარიბე, მაღალი ფასები, ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახერხებენ ბიუჯეტის თანხების საკუთარ ჯიბეში გადანაწილებას. სახელმწიფო ქონების კაპიკებად დაუფლება, რათქმანდა, არის მძიმე კორუფციული სქემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა 49 800 კვ.მ მიწა სოფელ ბოხვაურში (კაპროვანი). კვ.მ. -ის საწყისი ფასი 2.5. ლარი იყო. აუქციონზე მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა . ლილიანა კაზარიანმა აღნიშნული 130 700 ლარად შეისყიდა ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადახდილია 2.6 ლარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით, 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ქალბატონს აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია. ლილიანა კაზარიანმა მიწის ნაკვეთის შესყიდვიდან 21 დღეში, ნაკვეთი დაყო 6 ნაწილად და ზუსტად იგივე ფასში, რა ფასშიც აუქციონზე იყიდა, მიჰყიდა 6 პიროვნებას. მათ შორის, 20.1 ათასი კვ.მ (მთელი ფართობის 40%) იყიდეს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის მამამ, შალვა მოისწრაფეშვილმა და ძმამ, ლაშა მოისწრაფეშვილმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონო ქეთევანი მოერიდა პირდაპირი გზით შეძენას ამ ნაკვეთის და შემოვლით შეიძინა ეს ნაკვეთი სხვა პიროვნებისაგან, პენსიონერისაგან, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებლია ამ ქალბატონთან. გაყიდული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და შეისწავლა მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის საბაზრო ფასი. აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში მიმდებარე ნაკვეთების გაყიდვის ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს რომ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის მიერ 2 248 200 ლარია. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა, ქართული ოცნების ხელისუფლების რეაგირება შემდეგნაირი იყო - სამსახურიდან გაათავისუფლეს ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მალხაზ გორგოშიძე. სასამართლომ აღნიშნული პირი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ტრადიციულად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ აქვს მიღებული. ეს თანხა აკლდება კონკრეტულად ოზურგეთის მოსახლეობას, რადგან ამ თანხით შეიძლებოდა გაკეთებულიყო ძალიან ბევრი რამ მრავალი ოჯახისათის. 31 ოქტომბერს უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სისტემა შეიცვალოს, ხოლო ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი.“ - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42