დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რითაც ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თამარის ორგანიზმში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით საძილე, ტკივილგაუმაყუჩებელი მედიკამენტები და ანტიდეპრესანტები.
თამაზაშვილის თქმით, თამარს წამლების ყიდვა აიძულეს.
"არანაირი თვითმკვლელობა. თვითმკვლელობას იძიებდნენ ამდენ ხანს? თვითმკვლელობის გამოსაძიებლად დაჭირდათ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა თამარის მანქანა პირველივე დღიდან იქ, რა წერილი მისწერეს FBI-ს, იქნებ სულაც მისწერეს, რომ ეს თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება ფედერალური ბიურო და მერე იმათი პასუხიც მაჩვენონ, დადონ ის ფლეშკები, სადაც არის პასუხი ყველა კითხვაზე.
თამუნა ყიდულობს გასახდომ ჩაის და იმ მედიკამენტებს. იქნებ ვიღაცამ დაავალა და იძულების წესით ყიდულობდა იმ მედიკამენტებს. არანაირი თვითმკვლელობა, არ ვენდობი გამოძიებას. დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს" - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






