"ლელოს“ პროგრამული ხედვა და ჩრდილოვანი კაბინეტი
პოლიტიკა - 17:08, 04 Sep, 2020     882

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებისას „ლელოს" „მარშალის გეგმასა" და ჩრდილოვან კაბინეტზე ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, "მარშალის გეგმაზე" პარტია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, დღეს "ლელოს" ლიდერებმა დაამტკიცეს პროგრამა და იმსჯელეს ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ამ გეგმას შეასრულებს.

„ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ. შევკარით უძლიერესი გუნდი და დღეს დავამტკიცეთ პროგრამა, ხოლო წინასაარჩევნოდ გამოვაცხადებთ ჩრდილოვანი კაბინეტის გუნდს, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს და დაიწყებს ქვეყნის აღორძინებას,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება სამომავლო ხედვებს და „ლელოს" მარშალის გეგმას, რომელსაც პარტია ხვალ, 5 სექტემბერს გააცნობს საზოგადოებას, ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავარია, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა დავძლიოთ.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დავძლიოთ, უპირველესი ამოცანაა ქვეყნისთვის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ჩვენი გეგმაა, ქვეყანაში უმოკლეს დროში შევქმნათ იმდენი სამუშაო ადგილი, რომ 600 000-მა ოჯახმა მიიღოს 3000 ლარი და მეტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ეკონომიკის ძალიან სწრაფ განვითარებას. დღეს საქართველოში საშუალო ფენას წარმოადგენს 65 000 ადამიანი, ეს არის მთელი მოსახლეობის 1,5%, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ვცხოვრობთ უღარიბეს ქვეყანაში.

ხვალ გვექნება პრეზენტაცია, სადაც წარვადგენთ ლელოს "მარშალის გეგმას", ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას, რომელიც იქნება დეტალურად ახსნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ გამოვიდეთ მოკლე დროში - 4 წელში, იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ვართ და სერიოზული საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დავძლიოთ უმუშევრობა და საქართველოს მოქალაქეები გავმართოთ ფინანსურად,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42