პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე, მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 17:02, 04 Sep, 2020     916

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

გიგა ბოკერიას თქმით, ის არ არის მომხრე, რომ რომელიმე პოლიტიკური იდეა უნდა ისჯებოდეს და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებში მე-20 საუკუნეში მოქმედი რასისტული და ნეონაცისტური ორგანიზაცია, კუ-კლუქს კლანი მოჰყავს, რომელიც არა მათი შეხედულებების, არამედ ქმედებების გამო ისჯებოდნენ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მაშინ როდესაც თავისუფლებას ექმნება საფრთხე, პატრიოტთა ალიანსის მსგავსი პარტიები და მათი ქმედებები უნდა შეიზღუდოს, რადგან მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.

„საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პატრიოტთა ალიანსის პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა. კინზინგერმა, რომელიც არა რომელიმე პარტიის არამედ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ინტერესებს ემსახურება.

მე არ მგონია რომ საქართველოში რაიმე სახის იდეა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული, უნდა ისჯებოდეს.

თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც ჰქონდეთ ეს შეხედულებები. ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება საუკეთესო მგონია. აშშ-ში კუ -კლუქს კლანიც კი არ შეუზღუდავთ იდეების გამო, მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო სჯიდნენ. ცივი ომის დროს არც კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. უბრალოდ ორივეს პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აქცევდა საზოგადოება და მთავარი პოლიტიკური ძალები.

პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე. მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ. ასეთი ქმედების შეზღუდვა კი არამარტო დასაშვებია დემოკრატიაში, არამედ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად.

პუტინის აგრესიის დროს, საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა პატრიოტთა ალიანსი კი არაა, არამედ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან არაკოალიციურ პარტნიორად აირჩია ეს პარტია და წლებია მას აძლიერებს, ხელს უწყობს, “ერთ სულ და ერთ ხორც” არიან. ის რომ ორივე პარტია ერთად მოქმედებს და ორივე ივანიშვილის ინსტრუმენტია, მათი საჯარო ქმედებებიდან ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პარტია ივანიშვილის ფულით ერთად ეწეოდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიას. ყველა საკვანძო მომენტში, როცა პარლამენტში მათი ხმები სჭირდებათ, უპრობლემოდ იღებენ ამ ხმებს. მთავარი პრობლემა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომლის პატრონაჟითა და სპონსორობით არსებობენ პუტინისტური სიძულვილის ჯგუფები საქართველოში. აქაც, ფოთში, ხობში და სენაკში, ყველგან იციან, რომ პოლიტიკურ აქციებზე მთავრობა უგროვებს მათ ხალხს.

სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება და გარდამტეხი ცვლილებები მოვუტანოთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კომპასი არა ჩრდილოეთით, არამედ თავისუფალი სამყაროსკენ უნდა იყო მიმართული.“ -აცხადებს გიგა ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42