ლელო საქართველოსთვის" 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
პოლიტიკა - 16:14, 04 Sep, 2020     840

„ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ "მოქსის" ტერიტორიაზე პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა და 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სხდომას "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქიდან და პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო.
გაფართოებულ შეკრებაზე იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე, პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
პოლიტიკურ გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახლა უკვე 29 ოლქში ჰყავს.
დღეს დასახელდა კანდიდატები, რომლებიც „ლელომ" დარჩენილ 4 ოლქში წარადგინა:

1. გიორგი ჭელიძე - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით. იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოღვაწეობდა აგრარულ სფეროში.
2. სოცგარ პუთულიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ექიმი. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჯერ საერთო ქირურგის, ხოლო შემდეგ - ჯანდაცვის სისტემის ორგანიზატორის კვალიფიკაცია.
მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში როგორც ქირურგის, ისე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სომხეთში.
3. თამარ ბელქანია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
კულტურის კვლევების დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი. ტელეჟურნალისტი. სხვადასხვა საავტორო გადაცემის ავტორი. მუშაობდა აფხაზეთის, დეოკუპაციისა და მშვიდობის თემებზე. არის სამეცნიერო მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
4. ირაკლი ტალახაძე - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ეკონომისტი, თსუ-ს კურსდამთავრებული, მაკროეკონომისტი. იყო კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი. ენტრეპენერული საქმიანობა დაიწყო ღვინის კომპანია "თელიანი ველის" დაფუძნებით. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა "ქინძმარაულის მარანი", "ჯივიესი", "შატო მუხრანი". ამჟამად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.
მამუკა ხაზარაძემ ლელოს „მარშალის გეგმაზეც" ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებას 5 სექტემბერს გააცნობს და რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროგრამას ისახავს მიზნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42