ე.წ. კანონიერი ქურდი "რეზო ლოტკინსკი", რომელიც 45 წლის რევაზ კახმაზოვია, მისი მეუღლე, დანიელა ბონდარენკო დიდ ყურადღებას იქცევს. ეს უკანასკნელი ე.წ. ქურდული სამყაროსა და მაფიის ცხოვრებამ იმდენად გაიტაცა, რომ გვარი გადაიკეთა და დანიელა კორლეონედ "იწოდება".
რამდენიმე თვის წინ აღნიშნულზე რუსული პრესა წერდა. როგორც ცნობილი, წყვილი მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს.
"ლოტკინსკი" სანამ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდებოდა, მანამდე საბერძნეთში ცხოვრობდნენ. ისინი განსაკუთრებით ხშირად ნიცაში ისვენებდნენ.

დანიელა კორლეონეს სახელი არა ერთ საქმეში ფიგურირებს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ერთ–ერთი მათანი არის კრიმინალური გზით მოპოვებული თანხების მის ანგარიშზე ჩარიცხვა.

როგორც ცნობილია, კახმაზოვის მეუღლის, დანიელა ბონდარენკოს საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო ირიცხებოდა. ეს კი ციხეებში მისი ქმრის ძალაუფლების გავრცელებით და ე.წ. მაყურებლების ინტიტუტის მეშვეობით ხდებოდა, რაც პატიმრებისთვის თანხების გამოძალვას ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






