"მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:39, 04 Sep, 2020     845

პოლიტიკური მოძარაობა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეეხო და ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, არსებული ფონიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გამოირჩევა, რომლის უამრავი ფაქტი დღემდე გაუხსნელია. საკმაოდ მძიმეა სტატისტიკაც. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რეალურად ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ძალადობის ფაქტს მალავენ და არ არის გაცხადებული შესაბამის სტრუქტურებში. დღეს ეშინიათ ქალებს, ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც ქვეყანაშია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის" მთავარი მიზანი, სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და დღეს არსებული თითოეული საქმე სრულად უნდა იყოს გამოძიებული. პირობას ვდებ, რომ გაუპატიურების ეს 72 შემთხვევა იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტები, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რასაც უცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება," - მიაჩნია ვაშაძეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პოლიციის სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მოდელის პოლიციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„ეს არის პოლიტიკისგან თავისუფალი, რაიონულ დონეზე პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და FBI-ის მსგავსი საგამოძიებო ბიურო. მომავალ წელს პოლიციელებისთვის 500 ლარით ხელფასის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა შევქმნათ პოლიტიკისგან თავისუფალი სისტემა, არავის შეეძლოს პოლიციაში ჩაწყობა და ყველა დანაშაულზე იყოს მკაცრი და მკაფიო რეაგირება პოლიციის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობაქვეყანაში მოწესრიგდეს და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ," - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42