ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები არ ეყოლება ოქტომბრის არჩევნებზე, ხელისუფლებას ილუზია არ უნდა ჰქონდეს რომ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, რადგან მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გზავნის დამკვირვებლებს საქართველოში ოქტომბრის არჩევნებისათვსის. კაპანაძის თქმით, ის, რომ ეროვნლ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არჩევნებს სხვადასხვა სახით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვნახეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადება, არჩევნების ღიად და გამჭირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებებს, რომლებიც არის გამოთქმული ამ განცხადებაში, რათქმუანდა, კარგი იქნებოდა, რომ ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან , თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, ან კიდევ აქვს ილუზია, რომ ჯერ კიდევ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. NDI-საგ რაც მნშვნელოვანია, ის აპირებს, რომ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდეს და ყველა ის თემა, რაც აწუხებს საზოგადოებას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს , იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის დარღვევები ან კანონის არასათანადოდ შესრულება და მისი ცალმხრივად შესრულება, ამ ყველაფრის მონიტორინგს NDI შეასრულებს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა თავიანთი პროგრამები ღიად გააცნონ საზოგადოებას და გადაწყვეტილება მიიღონ მოქალაქეებმა პარტიების პროგრამებიდან გამომდინარე, ეს არის სწორედ ის, რასაც ევროპული საქართველო აკეთებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს გადამწყვეტი ცვლილებები შევთავაზოთ საზოგადოებას, ცვლილებები, რომლებიც დღეს არსებული ამ კრიზისული მდგომარეობიდან წინ წაიყვანს ქვეყანას და ჩვენ სწორედ იდეების მიტანა გვინდა საზოგადოებასთან და იმის ახსნა , რომ ძველებური მეთოდები არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ, რომ ევროპული საქართველო იყოს კომაპსი გადამწყვეტი და გარდამტეხი ცვლილებებისთვის. შესაბამისა, NDI-ს მოსაზრებებს ევროპული საქართველო ფუნდამეტურად იზიარებს.“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






