ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუცას ეხმიანება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ჩვენმა მისიამ გაეროში კარგად იმუშავა, თუმცა ეს სრულებით არ არის საკმარისი. კანდელაკმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ოკუპაციის საკითხის, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა ევროკავშირისა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებში რუსეთზე, ხოლო ქართული ოცნება ამის საწინააღმდეგოდ გამოდის და ამის მაგალითია ევროპული საქართველოს რეზოლუციის ჩაგდება პარლამენტში.
„ჩვენი დევნილების დაბრუნების უფლების აღიარება გაეროს გენერალური ანსამბელის ამ რეზოლუცაში, არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო არაღიარების პოლიტიკას. დღეს, როცა ცივილიზებული სამყაროს რუსეთისადმი დამოკიდებლება არის შეცვლილი, ეს აღარ არის საკმარისი. ის, რომ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერს ამ რეზოლუციას გაიზარდა, ესეც არ არის საკამრისი, ძალიან კარგია რათქმაუნდა და ჩვენმა მისიამ გაეროში კარგად იმუშავა, თუმცა ეს სრულებით არ არის საკმარისი. რაც დღეს საქართველოს სჭირდება ჰაერივით არის ჩვენი ოკუპაციის საკითხის, დევნილთა დაბრუნების და მათი ქონების საკითხის აფხაზეთში, ასევე ოხზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა ევროკავშირისა და ამერიკის მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში. სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ გამოდის ქართული ოცნება და ჩვენ გვახსოვს როგორ ჩააგდეს მათ რეზოლუცია პარლამენტში, რომელიც ევროპულ საქართველოს ჰქონდა წარდგენილი“ - გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






