პანდემიის დორს "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები "მოიგეს“ - სერგო ჩიხლაძე მთავრობის ინტერესებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:27, 04 Sep, 2020     787

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის გამოცხადებისა და სკოლების, ბაღების ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთან იმედოვნებს, რომ მთავრობა იგივე შეცდომებს არ გაიომეორებს, თუმცა ასეთი ქმედებებით თავადვე დაადასტურებს იმფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი დახმარების სახელით მთავრობის მხრიდან გაწეულ არამიზნობრივ ნაბიჯებსაც შეეხო.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდსი მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. ზოგიერთმა მიიღო აღნიშნული თანხა ექვსი თვის მანძილზე ხოლო ნაწილს ეს დახმაება ორი თვის შემდეგ შეუწყდა. არადა ამ ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მერე ვიღაცას სამადლოდ 20 ლარი ჩაერიცხა, ბოლოს კი, იძულებულები გახდნენ უფრო დაბალ ანაზღაურებადი სამსახური სადმე თავად ენახათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩარიცხვები მარტში, აპრილსა და მაისში არ განხორციელბულა, ეს დაიწყო ივლისში ანუ ადამიანები სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე არსებობდნენ და შემოსავალი 1 ლარიც არ ჰქონდათ. მოკლედ პროცესი გახდა უმართავი, საბოლოოდ აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში მყოფი 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე,“ - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობის „BELLINGCAT“-ისა და „IDF“-ის დასკვნას ეხმაურება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს.

„სწორედ, აქედან 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორციხული არ არის ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს“ - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42