ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისაკენ და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისაკენ მოწოდებს.
კანდელაკის თქმით, კარანტინი არის დისკრიმინაციული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეს, განხვავებულ პირობებში აქცევს საქართველოს მთავრობა.
გიორგი კანდელაკმა ასევე მთავრობას მოთხოვა, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვთ. კანდელაკის თქმით, ამგავრი ქვეყნებია საბერძნეთი, პოლონეთი და დანია.
კანდელაკმა საქართველოს მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისაკენაც მოუწოდა, ევროპული საქართველოს წევრის თქმით, რეგულარული ფრენები უნდა აღდეგეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც შედიან უსაფრთხო ქვეყნების სიაში, იმ პირობით, რომ სიას დაემატება ქვეყნები, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი აქვთ.
„ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმარო ბატონი ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებას, როცა სახელმწიფო მათ მოქალაქეებს ათავსებს იძულებით კარანტინში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მოემართებიან მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ევროპული საქართველო მოითხოვდა თავიდანვე, რადგან ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი მეცნიერული საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისა დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, მოვუწოდებ მთავრობას, რომ უსაფრთო ქვეყნების სიაში შეიყვანონ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გააჩნიათ კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი, როგორებიცაა საბერძნეთი, პოლონეთი და დანია. საბერძნეთსა და პოლონეთში ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და ჩვენი აზრით სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ეს ქვეყნები შეტანილნი უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ასევე, ევროპული საქართველოს სახელით მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყონებლივ, ყოველგავრი დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ავიაკომპანიებს, მათ შორის, პირველ რიგში ვიზეარს, რომ აღადგინონ რეგულარული ფრენები არა ყველგან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებში იმ პირობით, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ქვეყნები, რომელთაც აქვთ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეწყვიტოს ჩაწყობისა და გამონაკლისების დაშვება, სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან მომავალმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა ჩააწყო მთავრობაში და ქვეყანაში შემოვიდა კარანტინის გვერდის ავლით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან, რომ შემოუშვას ქვეყანაში ადამიანები იმ ქვეყნებიდან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათია.“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი
მასალის გამოყენების პირობები






