მომავალი თაობის წინაშე დანაშაული - ისანში დასახლებულ პუნქტში ცემენტის ქარხნის გამო გამოუვალი მდგომარეობაა - ლანა გალდავა
პოლიტიკა - 13:03, 04 Sep, 2020     1184

“ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისნის რაიონში საცხოვრებელ კომპლექს ,,დირსის” მიმდებარედ ბრიფინგი გამართა და საცხოვრებელ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტა.

ლანა გალდავას თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ტერიტორიაზე სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს. ჰაერის დაბინძურების დონე კი საკმაოდ მაღალია. გალდავა მოუწოდებს მერიას და მის დაქვემდებარებულ, ბაღების მართვის სააგენტოს, შეისწავლონ, ქარხნის ფუნქციონირება ექვემდებარება თუ არა კანონს.

„ისანში "დირსის" საცხოვრებელი კორპუსების ახლოს მუშაობს ცემენტის ქარხანა. არის აღმაშფოთებელი მდგომარეობა გარდა იმისა, რომ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქვეა სკოლა და ორი ბაღი. ამ ქარხნისგან მოვითხოვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა წარმოგვიდგინონ, პასუხს მოვითხოვთ მერიისგან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან, შემოწმებულია თუ არა ეს ადგილი, რომელიც მთლიანად ცემენტის მტვერშია, კანცეროგენული ნივთიერებებითაა ჰაერი სავსე, მოსახლეობას კი ამ ყველაფრის გამო ონკოლოგიური ფონი აქვს მომატებული. მოვითხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქარხანამ გაიარა. ასევე მიაქციოს ყურადღება ბაღების მართვის სააგენტომ, თუ სად უწევთ ბავშვებს სწავლა,”- განაცხადა გალდავამ. „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება დემოგრაფიაზე არ ზრუნავს.
„მათი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში დადიან და ჩვენი შვილები კი ასეთ ადგილებში, სადაც ცემენტითაა ჰაერი გაჯერებული. ამ ხელისუფლებას ახალი თაობა არ აინტერესებს. ამიტომ ოქტომბერში დასრულდება ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გენოფონდის განადგურებისკენაა მიმართული,“-აცხადებს ლანა გალდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42