ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორად დაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, ლალიაშვილის დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილება 6 აგვისტოთი თარიღდება.
მანამდე ნიკა ლალიაშვილი წლების განმავლობაში ამავე არხზე მუშაობდა. მის სახელს უკავშირდება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული სკანდალური ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს". 36-წუთიანი ფილმი გასული წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა და მასში რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კი, უბრალოდ, იძულებული გახდა, ომში მონაწილეობა მიიღო.
ფილმი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მედია ექსპერტების გარდა, არხზე მომუშავე ჟურნალისტებმაც გააკრიტიკეს და Facebook-ზე ერთნაირი პოსტებით გაემიჯნენ მის შინაარსს, რის შემდეგაც ფილმი Facebook-გვერდიდან წაიშალა.
უავტორო ფილმზე მაშინ პასუხისმგებლობა სწორედ ნიკა ლალიაშვილმა აიღო და თქვა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად იყო. ფილმის შექმნიდან არასრული ერთი წლის თავზე ლალიაშვილი სამთავრობო არხზე დააწინაურეს.
მასალის გამოყენების პირობები






