დიახ, მე მუსლიმი ქართველი ვარ, რათქმაუნდა ვამაყობ ჩემი რელიგიითა და ქართველობით, მაშასადამე საქართველოს მოქალაქეობით. ასევე ამაყი ვარ ჩემი სამოქალაქო აქტივობებით და განხორციელებული გარდატეხებით, რაც ჩემს მეგობრებთან ერთად ბოლო რამდენიმე წელიწადში შევძელით - ტარიელ ნაკაიძე
პოლიტიკა - 10:20, 04 Sep, 2020     1798

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე თავის Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის მთელი ცხოვრება უსამართლობასა და უთანასწორობას ებრძოდა. მისი თქმით, ის ბევრ სიახლეს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში. ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს იზავს, რათა გააკეთოს ქართული საქმე საქართველოს ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.

„მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი უსამართლობას, ჩაგვრას, უპირატესობების მინიჭებას, პრივილეგიებს, დომინანტურ მზერას და ვცდილობ თანასწორობის დაცვას, სამართლიანობის აღდგენას, მეორე ხარისხოვანი მოქალაქის გრძნობების დამსხვრევას.

ვხდები რომ ეს ბრძოლა დღითიდღე უფრო მაძლიერებს და მაძლევს შანსს უფრო მეტად შევძლო დავიცვა და ღიად წარმოვადგინო ჩემი კუთხე და მისი მოსახლეობა ( ყველა აღმსარებლობისა).

დიახ მე მუსლიმი ქართველი ვარ, რათქმა უნდა ვვამაყობ ჩემი რელიგიითა და ქართველობით, მაშასადამე საქართველოს მოქალაქეობით. ასევე ამაყი ვარ ჩემი სამოქალაქო აქტივობებით და განხორციელებული გარდატეხებით, რაც ჩემს მეგობრებთან ერთად ბოლო რამდენიმე წელიწადში შევძელით.

ამიტომ ვფიქრობ ჩემი პოლიტიკაში ყოფნით ბევრ სიახლეს შევიტან ქართულ პოლიტიკაში.

მე გადავლახე უსამართლოდ იარლიყების მიწეპების და შეურაცყოფების მოყენების საკითხი. არ მაღიზიანებს, რადგან ჩემთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ერთიანობაა, მისი მრავალფეროვნებითა და კულტურით.

მე დღეს შემიძლია საქართველოს ერთიანობისთვის და აღმშენებლობისთის დავდო ერთი აგური, ვერ გამაჩერებს ვერანაირი ტროლების თუ ბოტების შემოტევები.

დარწმუნებული ვარ აჭარის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სწორად ესმის ეს ყველაფერი და დამიჭერს მხარს. მომეცემა საშუალება ვაკეთო ქართული საქმე საქართველოს ერთიანობისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის.“ - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42