საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება - ცესკო
პოლიტიკა - 22:29, 03 Sep, 2020     1023

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.

"განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები (სპეცჯგუფები) არაუმეტეს 12-12 წევრის შემადგენლობით.

არჩევნები ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართება.

სპეცჯგუფის წევრები ავღანეთში გამგზავრებამდე გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს APO AE 09356- “COVID 19 სავალდებულო კარანტინის ინდივიდუალურ სერტიფიკატ“-ში მოცემული კარანტინის გავლის წესის შესაბამისად. კარანტინის დასრულების შემდეგ კი ჩაიტარებენ PCR ტესტს. ისინი სავალდებულო კარანტინს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაივლიან.

ავღანეთში კენჭისყრა გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საქართველოს დროით. სპეცჯგუფის მიერ შესაბამის საარჩევნო უბანში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები.

შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. შედეგები შეჯამდება ცესკოს მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგებთან ერთად" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42